სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Статья 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი.
2. მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც მიმწოდებლისთვის წარმოადგენს შემოსავალს, გათვალისწინებულ იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.
3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება.
