სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Статья 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქის და დასახლებული ადგილების ტერიტორიაზე ჩამდინარე სითხის წყალარინების ქსელის მეშვეობით გატარება, ხოლო სამრეწველო-ტექნიკური წყლების წყალარინების საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს წყლის მიმწოდებლებთან შეთანხმებით.
2. მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე), წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოების და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია.
3. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო მდგომარეობაში იქონიოს წყალარინების ქსელი და მისი შემადგენელი ელემენტები, მათ შორის , გამწმენდი ნაგებობები.
4. საწარმოო წყლების ჩაშვება წყალარინების სისტემაში დაიშვება მხოლოდ მისი დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობისა და საჭიროების შემთხვევაში ამ ნორმამდე გაწმენდისა და მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეთანხმების შემდეგ, რომლის გაცემისას მხედველობაში მიიღება წყალარინების ქსელის და გამწმენდი ნაგებობების დატვირთვა და, აგრეთვე, ჩასაშვები წყლების რაოდენობა. შეთანხმება და მასთან დაკავშირებული საბუთები უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
