სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად მოხდება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
3.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს სასმელი წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები.
4.თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალარინების ქსელთან მიერთება არსებულ წყალარინების ქსელთან დაშორების გამო დაკავშირებულია მიმწოდებლის მიერ გაუმართლებლად დიდი ოდენობის ფინანსურ ხარჯებთან ან/და შეუძლებელია წყალარინების ქსელთან მიერთება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, მიმწოდებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა და სასმელი წყლით მომარაგება დაუშვებელია, სანამ ამ მომხმარებლის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი ჩანადენი სითხის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად სათანადოდ გაწმენდა მისი წყალსატევში ჩაშვებამდე ან გარემოსაგან იზოლირება მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.
5.თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საკუთარი წყაროებიდან (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) მიღებულ ან/და მოხმარებულ წყალს მიმართავს (ღვრის) წყალარინების სისტემაში, წყალარინებაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში: ა) მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი – წყალარინების მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოწყობილი მრიცხველის ჩვენებისა და ამ წყაროდან მიღებული წყლის მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით; ბ) საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში – წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა განისაზღვრება საკუთარი სასმელი წყლის წყაროს დებეტის, ამ წყაროდან წყლის მიღების პერიოდულობისა და მისი მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით.
6.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი სასმელი წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებელის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) სასმელი წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
7.მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
8.თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
9.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
10.სასმელი წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.