1.ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ბუნებრივი გაზის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით ჩანაწერების მიხედვით.
2.თუ საცალო მომხმარებელი ფლობს გაზმარეგულირებელ ნაგებობას და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია გამომავალ მხარეს, აღრიცხვის კვანძის შემავალი მხარის მოწყობამდე ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს გაზმარეგულირებელი ნაგებობის გამომავალ მხარეს მოწყობილი აღრიცხვის კვანძის საშუალებით 2010 წლის 1 აპრილამდე. ასეთ შემთხვევაში, აღრიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობას უნდა დაემატოს საცალო მომხმარებლის გაზმარეგულირებელი ნაგებობის დანაკარგები (საპროექტო დანაკარგები). ამასთან, განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან 2010 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ აღრიცხვის კვანძის გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ მხარეს გადატანა ბუნებრივი გაზის ქსელის იმ მონაკვეთებზე, სადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლის მფლობელობაში იმყოფება გაზმარეგულირებელი ნაგებობა.
