1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.
3.კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების, დათვალიერების და ამოღების, შეჩერებული გზავნილის დათვალიერების ოქმში აღინიშნება, კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული რომელი გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით უნდა შეჩერდეს და რა ვადით, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად.
4.დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში.
5.საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უნდა აღინიშნოს: რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი; კონკრეტულად რით გამოიხატა შემთხვევის ვითარების აღდგენა; რა შინაარსისაა ადგილზე მიღებული ინფორმაცია (ჩვენება); რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი იქნა აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული; რა დააზუსტა პირმა თავის ინფორმაციაში (ჩვენებაში); რა საცდელი მოქმედებები, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ, რამდენჯერ ჩატარდა და რა შედეგი იქნა მიღებული.
6.ამოსაცნობად წარდგენის ოქმში აისახება ამომცნობის, აგრეთვე ამოსაცნობად წარდგენილი პირის ვინაობა (მათ შორის, მისი მისამართი), ამოსაცნობად წარდგენილი სხვა ობიექტის ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებები.
7.ექსჰუმაციის დროს დათვალიერების ან ამოცნობის ჩატარებისას ცალკე ოქმი არ დგება და ამ საგამოძიებო მოქმედების შინაარსი აღინიშნება ექსჰუმაციის ოქმში. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6949 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი XVI კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
1. გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი, აგრეთვე ამ კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში არ აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები (მონაცემები), რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია. 2. ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. 3. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების, დათვალიერების და ამოღების, შეჩერებული გზავნილის დათვალიერების ოქმში აღინიშნება, კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული რომელი გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით უნდა შეჩერდეს და რა ვადით, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. 4. დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში. 5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უნდა აღინიშნოს: რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი; კონკრეტულად რით გამოიხატა შემთხვევის ვითარების აღდგენა; რა შინაარსისაა ადგილზე მიღებული ინფორმაცია (ჩვენება); რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი იქნა აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული; რა დააზუსტა პირმა თავის ინფორმაციაში (ჩვენებაში); რა საცდელი მოქმედებები, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ, რამდენჯერ ჩატარდა და რა შედეგი იქნა მიღებული. 6. ამოსაცნობად წარდგენის ოქმში აისახება ამომცნობის, აგრეთვე ამოსაცნობად წარდგენილი პირის ვინაობა (მათ შორის, მისი მისამართი), ამოსაცნობად წარდგენილი სხვა ობიექტის ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებები. 7. ექსჰუმაციის დროს დათვალიერების ან ამოცნობის ჩატარებისას ცალკე ოქმი არ დგება და ამ საგამოძიებო მოქმედების შინაარსი აღინიშნება ექსჰუმაციის ოქმში. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6949 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი XVI კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
Изменения, которые прошла эта статья
Para.1 reformulated: the interview protocol must not record identifying characteristics of a cooperating covert-operation participant whose identity is concealed.
акт об изменении №6560747Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.