1.სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა; თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
