1.მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 2025 წლის 1 იანვრამდე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდებიან 2 ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.
2.
1.მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 2025 წლის 1 იანვრამდე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდებიან 2 ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.
2.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
3.კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში; დ) წერის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; ე) ზეპირი კომუნიკაციის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; ვ) პროფესიული თვისებები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში; ზ) პროფესიული თვისებები (მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში) − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; თ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ი) პროფესიული აქტივობა.
4.პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი, როგორც მოსამართლისა (სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში) და მოქალაქის, პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის, კომუნალური ან სხვა გადასახადის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სიმართლისმოყვარეობა.
5.დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე, შეუვალობა და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მიუკერძოებლობა, სამართლიანობა.
6.პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებსა და სხვა პირებთან ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, სასამართლოში წარმართული დავები, რომლებშიც იგი მონაწილეობდა, როგორც მხარე, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობა და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ სამოსამართლო ეთიკის დაცვა, მოსამართლის მაღალი წოდების შესაბამისი ქცევა და იმიჯი, ქცევა მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
7.პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი და სხვა.
8.ფინანსური ვალდებულების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ინფორმაცია მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ. პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას.
9.სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მის მიერ ცოდნის დონე. ამ მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს მის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. აღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი ითვალისწინებს მის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) გამოყენების სისწორეს. ზემოაღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი გამოითხოვს მის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას.
10.სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა.
11.წერის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ წერილობით აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი გამართულად მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა.
12.პროფესიული თვისებების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა. პროფესიული თვისებების (მათ შორის, სასამართლო დარბაზში ქცევის) მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება, ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი, ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას, გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა, გადაწყვეტილების დაუხმარებლად მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, პროდუქტიულობა და სისწრაფე, საპროცესო ვადების დაცვა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა.
13.აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა.
14.პროფესიული აქტივობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, მისი სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურება და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სამართლებრივი სისტემისა და მართლმსაჯულების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატის დისკუსიებში, შეხვედრებსა და სემინარებში მისი მონაწილეობა, საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ღიად და თავისუფლად გამოხატვა.
15.კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები. აღნიშნული მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; ბ) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; გ) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.
16.კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება ქულებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 25 ქულა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 25 ქულა; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები – 20 ქულა; დ) პროფესიული თვისებები – 15 ქულა; ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 10 ქულა; ვ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.
17.კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატი ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდება ქულებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 20 ქულა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 20 ქულა; გ) წერის უნარი – 20 ქულა; დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 15 ქულა; ე) პროფესიული თვისებები (მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში) – 15 ქულა; ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 5 ქულა; ზ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.
1. მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 2025 წლის 1 იანვრამდე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდებიან 2 ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით. 2. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია; ე) ფინანსური ვალდებულება − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში. 3. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში; დ) წერის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; ე) ზეპირი კომუნიკაციის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; ვ) პროფესიული თვისებები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში; ზ) პროფესიული თვისებები (მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში) − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; თ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ი) პროფესიული აქტივობა. 4. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი, როგორც მოსამართლისა (სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში) და მოქალაქის, პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის, კომუნალური ან სხვა გადასახადის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სიმართლისმოყვარეობა. 5. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე, შეუვალობა და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მიუკერძოებლობა, სამართლიანობა. 6. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებსა და სხვა პირებთან ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, სასამართლოში წარმართული დავები, რომლებშიც იგი მონაწილეობდა, როგორც მხარე, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობა და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ სამოსამართლო ეთიკის დაცვა, მოსამართლის მაღალი წოდების შესაბამისი ქცევა და იმიჯი, ქცევა მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას. 7. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი და სხვა. 8. ფინანსური ვალდებულების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ინფორმაცია მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ. პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას. 9. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მის მიერ ცოდნის დონე. ამ მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს მის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. აღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი ითვალისწინებს მის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) გამოყენების სისწორეს. ზემოაღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი გამოითხოვს მის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას. 10. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა. 11. წერის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ წერილობით აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი გამართულად მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა. 12. პროფესიული თვისებების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა. პროფესიული თვისებების (მათ შორის, სასამართლო დარბაზში ქცევის) მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება, ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი, ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას, გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა, გადაწყვეტილების დაუხმარებლად მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, პროდუქტიულობა და სისწრაფე, საპროცესო ვადების დაცვა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა. 13. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა. 14. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, მისი სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურება და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სამართლებრივი სისტემისა და მართლმსაჯულების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატის დისკუსიებში, შეხვედრებსა და სემინარებში მისი მონაწილეობა, საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ღიად და თავისუფლად გამოხატვა. 15. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები. აღნიშნული მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; ბ) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; გ) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. 16. კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება ქულებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 25 ქულა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 25 ქულა; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები – 20 ქულა; დ) პროფესიული თვისებები – 15 ქულა; ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 10 ქულა; ვ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა. 17. კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატი ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდება ქულებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 20 ქულა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 20 ქულა; გ) წერის უნარი – 20 ქულა; დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 15 ქულა; ე) პროფესიული თვისებები (მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში) – 15 ქულა; ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 5 ქულა; ზ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.