1.სკოლის დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს სასწავლო და გადამზადების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სასწავლო კურსის (გარდა სტაჟირებისა) და გადამზადების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.
2.სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სტაჟირების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.



