ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Статья 12. საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა
1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.
2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 2 1 . საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.
4. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით აძლევს თანხმობას საბჭოს წევრების დანიშვნაზე.
5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3885) .
