სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Статья 27^1. შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ჩართულობისა და კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, საჭიროებათა ანალიზის განსახორციელებლად და სხვა მიზნით შექმნას შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები. ამ ჯგუფების შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
