ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირი, რომელიც: ბ 1 .ა) შექმნილია/დაფუძნებულია შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ 1 .ბ) შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი; ბ 1 .გ) შექმნილია/დაფუძნებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი
