საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
Article 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.221 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3973-სსმI,№73,23.12.2010წ., მუხ.443 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1974 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6959 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1583 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
