„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის, აგრეთვე მისი შეცვლის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
3.სანოტარო მოქმედების შესრულება არ არის დამოკიდებული სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობაზე. სანოტარო მომსახურება შეიძლება გაეწიოს ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი ან/და გარიგების საგნის ადგილსამყოფლისა.
4.სანოტარო ბიურო უნდა იყოს იზოლირებული. სანოტარო ბიურო უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ჯეროვან მომსახურებას, სანოტარო დოკუმენტების შენახვასა და დაცვას, სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვას, დამხმარე პერსონალის განთავსებას. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიურო აღჭურვოს სანოტარო მოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, სატელეფონო და ინტერნეტკავშირი, ვებკამერა და სხვა).
5.ორ ან მეტ ნოტარიუსს უფლება აქვთ შექმნან საერთო სანოტარო ბიურო. საერთო სანოტარო ბიუროს შექმნის შემთხვევაში თითოეული ნოტარიუსი ინდივიდუალურად აგებს პასუხს თავისი საქმიანო-ბისათვის.
6.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას ფირნიში (აბრა). აკრძალულია ნოტარიუსის ფირნიშზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. ფირნიშზე შეიძლება გამოსახული იყოს მხოლოდ სანოტარო ბიუროს მისამართი (განთავსების ადგილი), ნოტარიუსის სახელი და გვარი, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ნოტარიუსთა პალატის ლოგო.
7.ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია სანოტარო ბიუროებისათვის დაადგინოს ერთიანი ნიმუშის სანოტარო ფირნიში.
These lawyers work in the legal area related to this article.