„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და: ა) შეასრულოს თავისი პროფესიული ვალდებულებები საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) დაიცვას ნოტარიუსის პროფესიული ეთიკის წესები; გ) სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ; დ) მუდმივად იზრუნოს თავისი პროფესიული მომზადების ხარისხის ასამაღლებლად; ე) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; ვ) არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს; ზ) დროულად გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელები ნოტარიუსთა პალატაში.
2.ნოტარიუსს ეკრძალება: ა) შუამავლობა თავის კლიენტებს შორის გარიგების დადებისას და/ან გარანტიის მიცემა ერთ-ერთი მხარისათვის; ბ) საკუთარი სანოტარო საქმიანობისა და პროფესიული თვისებების რეკლამირება. სანოტარო საქმიანობის რეკლამად არ მიიჩნევა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით სანოტარო ბიუროს ფირნიშის განთავსება.
3.ნოტარიუსი ვალდებულია შეკითხვის მიღებიდან 10 სამუშაო დღისა ამომწურავი წერილობითი პასუხი გასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს, ნოტარიუსთა პალატის შეკითხვას და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია.
These lawyers work in the legal area related to this article.