1.მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი: ა) პირის ეროვნულ ბანკში დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს და გადაიყვანოს იგი; განსაზღვროს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების ვადა არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა; ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომლის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში; გ) დაადგინოს ეროვნულ ბანკში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
