საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Article 66^1. ეროვნული გადახდების საბჭო
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს განვითარების მიზნით შექმნას ეროვნული გადახდების საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროს წარმომადგენლებს, მომხმარებლებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დისკუსიასა და მჭიდრო თანამშრომლობას. ეროვნული გადახდების საბჭო უფლებამოსილია კოორდინირება გაუწიოს ბაზრის ინიციატივებს და ბაზრის განვითარებისთვის საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ხელი შეუწყოს ამ სფეროში ინოვაციების დანერგვას.
