საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Article 23. ეროვნული ბანკის სპეციალური რეზერვები
Consolidation №66 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის წმინდა მოგებიდან შეიძლება შეიქმნას: ა) ეროვნული ვალუტის კურსის სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ კურსის ცვლილების გამო მოსალოდნელი ზარალის დასაფარავი რეზერვი; ბ) აქტივების ფასის ცვლილებით გამოწვეული ზარალის დასაფარავი რეზერვი; გ) სხვა სპეციალური რეზერვები.
2. სპეციალური რეზერვები გამოიყენება შესაბამისი ზარალის დასაფარავად.
