საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Article 50^1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვა
1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.
2. ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმება და გადაცვლილი ვალუტის დაბრუნება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
3. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესს.
