საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Article 64. 1 . მომხმარებლის უფლებების დაცვა
1. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს შეიძლება დაუდგინოს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები; ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 2 1 ნაწილითა და 301-ე მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები. 1 1 . ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი.
