1.აქციზის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
2.აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
4.(ამოღებულია – 20.12.2011, №5557) . საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
