საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა იბეგრება აქციზით ამ მუხლის შესაბამისად. 1 1 . სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის პრივატიზება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის: ა) პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება: ა.ა) რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ; ა.ბ) აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას; ა.გ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება; ბ) 1 1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება: ბ.ა) აქციზური მარკებით ნიშანდებულ და აქციზით დაბეგრილ საქონელზე; ბ.ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელი აქციზის დეკლარაციას წარადგენს მის მიერ ამ მუხლის პირველი და 1 1 ნაწილებით განსაზღვრული აქციზური საქონლის: ა) მიწოდების შემთხვევაში − არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს წარმოებული სხვა აქციზური საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელმა კუთვნილი აქციზი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს აქციზის დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. მუხლი 190 2 . სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის აქციზით დაბეგვრა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტი, აგრეთვე აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი № 2476 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი