საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით ჩაატაროს პირის ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერება.
2.ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინის დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3.დათვალიერებისას აკრძალულია გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციის შემოწმება.
4.დათვალიერების პროცედურა არ მოიცავს სეიფის, კარადის, უჯრისა და სხვა მსგავსი სათავსის შიგთავსის ვიზუალურ დათვალიერებასა და შემოწმებას. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
These lawyers work in the legal area related to this article.