საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე.
3. საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრის წარმოების, საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციის, საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოების წესებს, აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .
4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება: ა) პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც: ა.ა) გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი; ა.ბ) საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას, – საქმიანობის ამ ნაწილში; გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა; გ 1 ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 95 3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ნაწილში; დ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება; ე) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით; ე 1 ) პირი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევებში პირი უფლებამოსილია საქმიანობის ამ ნაწილში გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი; ვ) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით, – საქმიანობის ამ ნაწილში; ზ) მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, ასევე პირი, რომელიც ყიდის გაზეთებსა და ჟურნალებს, – საქმიანობის ამ ნაწილში; თ) პირი – ამ კოდექსის 99-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში; ი) საბანკო დაწესებულება, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ი 1 ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მისი აგენტი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში; კ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირები – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 24 აპრილის კანონი №6053 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6312 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი