სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Article 2. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც წესი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც საქართველოს არა აქვს დადებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება.
3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებზე, გარდა ამ კანონის III და VI თავებით გათვალისწინებული საკითხებისა.
4. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ნაცვალგების პირობები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება.
5. ინდივიდუალური შეთანხმება დადებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისთვის და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება.
