Article 6. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა
1. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა ეფუძნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ნაცვალგების პრინციპსა და რეგიონალურ თანამშრომლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით სხვა სახელმწიფოთა შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3922 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
