სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Article 3. კომუნიკაციის არხები და საშუალებები
1. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით.
2. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება ან ინდივიდუალური შეთანხმება არ ადგენს კომუნიკაციის არხებსა და საშუალებებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება პირდაპირი არხებით, თუკი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს.
