საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 მუხლი 31 1 . განაცხადის გამოქვეყნება 1. საქპატენტი აქვეყნებს განაცხადს: ა) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე; ბ) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე.
2.განაცხადი ქვეყნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული პატენტის გამოქვეყნებისას, თუ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე მიიღება.
3.განაცხადი არ ქვეყნდება, თუ მასზე საქმის წარმოება შეწყდა.
4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს განაცხადის შესახებ მონაცემები შეაქვს სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომ − რეესტრი), განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო საგანაცხადო მასალებს აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. თავი VI. საპატენტო ექსპერტიზა და პატენტის გაცემა მუხლი 32. განაცხადის ექსპერტიზა 1. საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
2.საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთ-ხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას.
3.(ამოღებულია - 16.05.2023, №2883) . საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
