1.„საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი შეტანის დღიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
1.„საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი შეტანის დღიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
Closest in meaning — including in other laws
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის ვადაში.
3.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 და 22-ე მუხლების მოთხოვნებს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის მსვლელობისას „საქპატენტს“ შეუძლია სელექციონერს მოსთხოვოს ხარვეზის გამოსწორება და შესაბამისი მასალის წარდგენა. სელექციონერი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი და შესაბამისი მასალა წარადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან 1 თვის ვადაში.
4.თუ სელექციონერი შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, მაშინ განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. თუ სელექციონერი ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება, ხოლო საგანაცხადო მასალები დაუბრუნდება სელექციონერს.
5.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, განაცხადზე საქმის წარმოება წყდება, რაც ეცნობება განმცხადებელს.
These lawyers work in the legal area related to this article.