1.განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს: ა) წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების ან/და შესწორების შეტანა, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები; ბ) დიზაინის გამოქვეყნების გადადება არა უმეტეს 30 თვით განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღიდან. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში გამოქვეყნების გადადების მოთხოვნა შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ როგორც ყველა, ისე ცალკეულ დიზაინს; გ) განაცხადის განხილვის შეჩერება; დ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება; ე) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37.
14.07.2010 წ., მუხ.220
