1.მოგირავნეს უფლება აქვს, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაასხვისოს დაგირავებული პატენტი მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ამის თაობაზე შეატყობინებს პატენტის მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
2.დაგირავებული პატენტის გასხვისება ხდება აუქციონის გზით.
3.აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე–309-ე მუხლებით დადგენილი წესები.
4.დაგირავებულ პატენტზე განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს აქვს დაგირავებული პატენტის აუქციონის ჩატარებამდე გამოსყიდვის უპირატესი უფლება.
5.მოგირავნის მიერ პატენტის გასხვისებისას პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებამდე პატენტის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
