1.მოიჯარეს უფლება აქვს მეიჯარესთან შეთანხმებით სრულად გაასხვისოს იჯარის უფლება. მეიჯარეს არა აქვს უფლება დაუსაბუთებელი უარი განაცხადოს ამგვარი თანხმობის გაცემაზე, თუ შემცვლელ მოიჯარეს იჯარის ასაღებად აქვს როგორც კანონიერი უფლება, ისე შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.
2.მეიჯარის თანხმობით მოიჯარეს უფლება აქვს მიწა და იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი გასცეს ქვეიჯარით. ამასთან, იჯარის ხელშეკრულებისათვის მოიჯარის პასუხისმგებლობა მეიჯარის წინაშე კვლავ უცვლელი რჩება. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით გასცეს ან გაასხვისოს საიჯარო მიწის ნაკვეთზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები. შენობა-ნაგებობების გასხვისების შემთხვევაში მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადავიდეს ახალი მესაკუთრის ხელში.
3.მოიჯარეს უფლება აქვს დააგირავოს მის ხელთ არსებული სახელმწიფო მიწის იჯარის უფლება. ამგვარი სახელმწიფო მიწის იჯარის გირაოს მფლობელი ფლობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოგირავნის ყველა უფლებას.
4.მოიჯარეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს მეიჯარის უარი, მისცეს მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარის გასხვისების, ქვეიჯარით გაცემის ან დაგირავების ნებართვა. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198






