1.ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასერტიფიკაციო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ: ა) სასერტიფიკაციო ნიშნის არ აკმაყოფილებს ამ კანონის 38 1 და 38 2 მუხლების მოთხოვნებს; ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს; გ) შესაძლებელია, რომ სასერტიფიკაციო ნიშანმა მომხმარებელს მისი მნიშვნელობის ან შინაარსის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.


