Article 36
1. გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა ) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა; ბ) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა; გ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; დ) ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.
2. გემის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია: ა) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043); ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის გადაუხდელობა; გ) რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა; დ) გემის მდგომარეობის საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა; ე) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა; ვ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა; თ) რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე გემთმფლობელი არ მოითხოვს რეგისტრაციის განახლებას ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ან რეგისტრაციის მოწმობის დამოწმებას იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; [ თ) რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე გემთმფლობელი არ მოითხოვს რეგისტრაციის მოწმობის განახლებას ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ან რეგისტრაციის მოწმობის დამოწმებას იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] ი) გემის ტექნიკური ზედამხედველობის შეჩერების ან მოხსნის თაობაზე აღიარებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების არსებობა.
