1.საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგებს აფორმებს გამოცდის ჩამტარებელი პირი და 1 თვის ვადაში გადასცემს საქპატენტს.
2.ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში გამოცდის ჩამტარებელი პირი განმცხადებელთან ერთად ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს „საქპატენტს“.
