ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ (შემდგომ – საქპატენტი) უზრუნველყოფს სელექციონერისთვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშებზე განაცხადებისა და სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ.
2.საქპატენტს შეუძლია ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირის (შემდგომ − გამოცდის ჩამტარებელი პირი) მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.
3.საქპატენტს შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1648 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.
These lawyers work in the legal area related to this article.