1.დაინტერესებული პირის მოთხოვნით ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ დადგინდა, რომ: ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში აღარ აკმაყოფილებს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე; გ) სელექციონერმა არ დააკმაყოფილა უფლებების შენარჩუნებისათვის დადგენილი მოთხოვნები; დ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ან მცენარის ჯიშის დასახელება გაუქმდა სელექციონერის უფლების მინიჭების შემდეგ, სელექციონერის მიერ არ იქნა შეთავაზებული სხვა, შესაბამისი დასახელება.
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
