1.ცხოველის ახალი ჯიში ითვლება სტაბილურად, თუ მისი ძირითადი ნიშნები უცვლელი რჩება განმეორებითი გამრავლების შემდეგ ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის შემთხვევაში – ყოველი ასეთი ციკლის ბოლოს.
2.მცენარის ახალი ჯიში ითვლება სტაბილურად, თუ მისი ძირითადი ნიშან-თვისებები უცვლელი რჩება ერთ ჯერზე მეტად გამრავლების შემდეგ ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის შემთხვევაში – ყოველი ასეთი ციკლის ბოლოს. თავი IV. ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
