1.ლიცენზიარს (სელექციონერს) უფლება აქვს, სხვა პირზე (ლიცენზიატზე) გასცეს რეგისტრირებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია.
2.ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის გაცემა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებულ ცხოველის ან მცენარის ახალ ჯიშზე.
3.ლიცენზია შეიძლება იყოს მარტივი ან განსაკუთრებული.
