1.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირს ეს უფლება ენიჭება განცხადების საფუძველზე.
2.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსის (მათ შორის, ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის), გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.
3.ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებითა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით.
4.ტყითმოსარგებლის მიერ ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა, დემონტაჟი (თუ დემონტაჟი საჭიროებს ხეტყის ჭრას), ფუნქციონირება (თუ ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამუშაოები საჭიროებს ახალ ფართობებს) ან მათი მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულება, აგრეთვე იმავე ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთჯერად კომპენსირებას.
5.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
6.მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრონული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. თავი XVI საქართველოს ტყის დაცვა
