ბირჟის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს: ა) სასაქონლო ბირჟის სახელი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები; ბ) ბირჟის მართვის სტრუქტურა, მმართველი ორგანოს (ორგანოების) უფლება-მოვალეობანი და მის (მათ) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი; გ) განთავსებული კაპიტალის ოდენობა; დ) საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი; ე) ბირჟის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა; ვ) ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი; ზ) ბირჟის წევრად მიღების, წევრობის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი; თ) ბირჟის ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალი და მათი ფუნქციები. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2473 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.387 საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №889 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

