ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი არის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა,რომელიც მოიცავს სახელმწიფოში ფინანსების ორგანიზაციისა და გამოყენების ღონისძიებათა ერთობლიობას სახელმწიფო ფუნქციებისა და ამოცანების განსახორციელებლად. საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა ერთიანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ტარდება საგადასახადო, ფულად-საკრედიტო, ფასებსა და სავალუტო პოლიტიკასთან შეთანხმებით. მოქმედი კანონებიდან გამომდინარე და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში, საქართველო ნებაყოფლობით კისრულობს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა შეუთანხმოს სხვა ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. კარი II საბიუჯეტო მოწყობის საფუძვლები
საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ
Article 5. საფინანსო - საბიუჯეტო პოლიტიკა
Consolidation №34 Verified against the current consolidation · 26 Aug 2003

