საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად: შეიმუშავებენ სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პროგნოზებს, პროგრამებს და პროექტებს, რომლებშიც განისაზღვრება საერთო-რესპუბლიკური სტრატეგიული ეკონომიკური ამოცანები, უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური, დარგთაშორისი და ტერიტორიული პროპორციები, დემოგრაფიული, სტრუქტურული, ინვესტიციური, ტექნიკური და ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელების ძირითადი მიმართულებები. არეგულირებენ საქართველოს რესპუბლიკის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობას სახელმწიფოსთან, აგრეთვე საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, გაერთიანებებს, ფირმებს, ბანკებს შორის ურთიერთობას უპირატესად ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით (გადასახადები, კრედიტები, ბანკის პროცენტები, ინვესტიციები და სახელმწიფო კონტრაქტები, ანარიცხები მიზნობრივი ფონდებიდან და სხვა). რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მიზნით გამოყოფენ სათანადო სუბსიდიების ცალკეული დარგებისა და რეგიონების პრიორიტეტული უზრუნველყოფისათვის; უზრუნველყოფენ შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და შრომის დაცვის სათანადო პირობების შექმნას; ქმნიან მოსახლეობის, საწარმოებისა და ორგანიზაციების სტიქიური უბედურებისაგან, საწარმოოო ავარიებისა და სხვა ექსტრემალური შემთხვევებისაგან დაცვის და მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა სათანადო სისტემას.
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ
Article 14. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება
Consolidation №0 Verified against the current consolidation · 30 Jun 1991






