1.ბანკები, აგრეთვე მათი შვილობილი ორგანიზაციები სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ საფინანსო ანგარიშგებას, რომლებიც საერთაშორისო საბუღალტრო მეთოდების საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და ფინანსურ მდგომარეობას. ამასთანავე, ისინი იცავენ ეროვნული ბანკის წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს.
2.ბანკების ანგარიშები, ჩანაწერები და საფინანსო ანგარიშგება კრებსით საფუძველზე ასახავს მათი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.






