„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Article 26^1. რეგულირების მიზანი
1. ამ თავის მიზანია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შესრულების უზრუნველყოფა.
2. საკითხი, რომელიც არ რეგულირდება ამ თავით, რეგულირდება კონვენციისა და მისი რეზოლუციების შესაბამისად.
3. კონვენციის დანართები და კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კონვენციაში შეტანილი ცვლილებები პროაქტიულად ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
