პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 13^1. რეგულირების სფერო
1. ეს თავი არეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის განხორციელების საკითხებს, რომელთა მიმართაც დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო).
