საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 363^47. რეგულირების სფერო
1. მშობელსა და არასრულწლოვან შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები კონვენციის შესაბამისად, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. სასამართლო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს: ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების საკითხი; ბ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ სასარჩელო განცხადება; გ) რჩენის ვალდებულების შესახებ სასარჩელო განცხადება. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
