„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ 1 “, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა (ნაღდი ფულის სახით გადახდილი თანხა) აღემატება 30 000 ლარს.
3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია მოახდინოს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გარიგების მონაწილე პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია. 4 1 . ადვოკატი და პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, ვალდებული არიან მოახდინონ კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღონ გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, აგრეთვე შეასრულონ ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი კლიენტისთვის ამზადებენ ან/და ასრულებენ ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ გარიგებას (ოპერაციას): ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა; გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა; დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება; ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა; ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა. 4 2 . ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტებზე/საშუალებებზე.
