სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს სტატუტით დადგენილ შესაბამის საპროცესო ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.
2.თხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილ მიმოხილვას, ასევე მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას; ბ) დეტალურ და სრულ ინფორმაციას იმ პირზე, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ასევე დეტალურ ცნობებს პირზე, ადგილზე ან ობიექტზე, რომელთა დადგენა და ამოცნობა საჭიროა აღნიშნული თხოვნის შესასრულებლად; გ) თხოვნის ობიექტის, ასევე შესასრულებელი პროცედურებისა და მოთხოვნილი დახმარების სრულყოფილ მიმოხილვას.
3.თუ თხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირობებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საერთაშორისო სასამართლოსგან ან/და მისი ორგანოებისგან მოითხოვოს ხარვეზების გამოსწორება.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.