1.საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) სადისციპლინო პალატის დასახელებას; ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებასა და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებასა და მისამართს; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების დამდგენი ორგანოს დასახელებას; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას გასაჩივრების საფუძვლებზე (საჩივრის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა საჩივრის შემტანი პირი გადაწყვეტილების გაუქმებას (საჩივრის განაცხადი); ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს პროცედურული ნორმების დარღვევას, თუ საჩივარი პროცედურული ნორმების დარღვევას ემყარება; ზ) საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას; თ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
2.წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა ერთოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.
3.საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის სახით, რამდენი მონაწილეცაა საქმეში. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
