პოლიცია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, აწარმოოს წინასწარი გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით; ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულზე დაიწყოს გამოძიება; გ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა; ე) მოიპოვოს, დაამუშაოს და ანალიზი გაუკეთოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და განახორციელოს სტრატეგიული დაგეგმვა; ვ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით საგადასახადო და საბაჟო ორგანოებიდან მოითხოვოს და მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, დამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი; თ) დანაშაულისა თუ სხვა სამართალდარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, ასევე შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები; თ 1 ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაატაროს ფინანსური ექსპერტიზა; ი) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1348-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.120 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2544-სსმI,№1,04.01.2006წ.,მუხ.10 თავი III ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
Article 8. პოლიციის უფლებამოსილებანი
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 24 Nov 2006
The story of this article· 2
The amendments this article has been through
Added clause 't1) carry out financial expertise at the stage of preliminary investigation.'
amending act №25408- · published 28 Apr 2005
Specifies that investigative actions include initiating investigations into committed financial crimes, in addition to detection/prevention.
amending act №29524
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
